გუდაურში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი „გიზ-გიზი“ გაიმართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალ „გიზ-გიზს“ აგრძელებს. ფესტივალს წელს  სვანეთის შემდგომ გუდაურმა  უმასპინძლა.

 ფესტივალის ფარგლებში, გუდაურში კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც მეწარმეებს საშუალება აქვთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები. „გიზ-გიზის“ ფარგლებში მიმდინარეობდა სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეებმა იზრუნეს.

„გიზ-გიზი“ ზამთრის სათხილამურო კურორტებზე, საერთაშორისო ჩემპიონატების პერიოდში ტარდება და საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ტურისტების მოზიდვას.

„გიზ-გიზი“ გუდაურში, სნოუბორდ კროსის დისციპლინაში, მსოფლიო თასის ეტაპის დასკვნითი საერთაშორისო ღონისძიების პერიოდში ჩატარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი მეორე წელია იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები