„Stellar“ — ახალი სტარტაპი ბაზარზე მუსიკის მოყვარულებისთვის
დღეს ახალი სტარტაპის, „Stellar-ის“ შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომელიც მუსიკის მოყვარულებს განსაკუთრებით გაგახარებთ.
Stellar- ის მიზანია, ლოკომოტივად აქციოს მუსიკა და მის გარშემო სხვადასხვა მომსახურება შექმნას. პირველი პროდუქტი, რომელსაც „Stellar“ საზოგადოებას სთავაზობს, სასაჩუქრე ნაკრებია. აღნიშნული ნაკრები სპეციალურად 8 მარტისთვის ლიმიტირებული რაოდენობით შეიქმნა. მასში შედის 30 მაისს დაგეგმილ „Guns N’ Roses-ის“ კონცერტზე დასასწრები Star Ring კატეგორიის 2 ბილეთი, ნომერი 2 პერსონაზე 2 ღამით სასტუმროში Rooms Hotel Batumi და სამახსოვრო საჩუქრები Starring Georgia-სგან, Stellar-ისგან და ICI-PARIS -სგან.
სტარტაპის ავტორებს სურდათ, სპეციალურად ქალთა დღისთვის შეექმნათ საჩუქარი, რომელიც არასდროს ცვდება, არ ხუნდება, არ ჭკნება და ყოველთვის რჩება მასთან, ვისაც აჩუქებ; საჩუქარი, რომელიც შექმნის უნიკალურ გამოცდილებას და მთელი ცხოვრების მანძილზე გვემახსოვრება.
სტელარი წინ კიდევ ბევრ საინტერესო მუსიკალურ გამოცდილებას შემოგთავაზებთ, ამიტომ თვალი ადევნეთ მის სოციალურ ქსელებს.
https://www.instagram.com/stellar.expedition/
https://www.facebook.com/stellar.packages