MICAM / MIPEL გამოფენას 8 ქართული კომპანია დაესწრო
23-25 თებერვალს, მილანში MICAM / MIPEL გამოფენა გაიმართა.
ღონისძიებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 8 ქართული კომპანია დაესწრო.
MICAM / MIPEL ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის.
ღონისძიებას ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან 42,000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.