ქართულ ღვინის დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გაზრდის მიზნით, მიმდინარე წელს დეგუსტაცია – სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები. მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ღვინის ტურები მოეწყობა საქართველოში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2025 წელს, დიდ ბრიტანეთში ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებებს მარკეტინგული კომპანია „Swirl Wine Group” განახორციელებს, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ხელმძღვანელობს.