ათენში ირინი გოგუას ფერწერული ნაშრომების პერსონალური გამოფენა „ნამუშევართა ხმა“ გაიხსნა

ათენში საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანის, ირინი გოგუას ფერწერული ნაშრომების პერსონალური გამოფენა „ნამუშევართა ხმა“ გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ ბერძენმა და ქართველმა მუსიკოსებმა გამოფენაზე წარმოდგენილი თითოეული ექსპონატისთვის შექმნეს მუსიკალური კომპოზიცია, რომელთა მოსმენის საშუალება ნამუშევრების დათვალიერების პარალელურად იყო შესაძლებელი.

გამოფენაზე ავტორის მიერ სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, კერძოდ: ზეთი/ტილო, აკრილი/ტილო, მინანქარი შუშაზე, კერამიკული ქანდაკება და სხვა.

გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე ესტუმრა.

ირინი გოგუას პერსონალური გამოფენა, ათენის შემდეგ, ქალაქ ნავპლიოსა და კუნძულ კრეტაზე იმოგზაურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები