მსოფლიო პირველობაზე 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ღირსებას 4 მოჭადრაკე დაიცავს

24 თებერვლიდან მონტენეგროში სტარტი აიღეო მსოფლიო პირველობამ 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ღირსებას  ჩემპიონატზე დაიცავენ:

ევროპის და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულები და პრიზიორები:

ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე და ლუკა კილაძე.

საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი აკაკი ყალიჩავა.

ჩემპიონატზე  მსოფლიოს 65 ქვეყნის 263 მოჭადრაკე იასპარეზებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები