საქართველოს მშვილდოსან ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

საქართველოს მშვილდოსან ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა

თურქეთში მიმდინარე  ევროპის ჩემპიონატზე  მშვილდოსნობაში, 18 მეტრზე, დარბაზში, 21-წლამდელთა კატეგორიაში საქართველოს ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გვანცა არჩვაძის, ნია გათენაძისა და ანა ბოლოკაძის შემადგენლობით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველი მშვილდოსნები მოლდაველებს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ანგარიშით 6:2 მოიგეს.

ქართველი მშვილდოსნები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები