საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებიდან ექვსი მედლით ბრუნდება
ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში მიმდინარე მსოფლიო თასზე პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში ვერცხლის მედალს დაეუფლა. ჩვენმა პარამოფარიკავემ ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელარუსი მოწინააღმდეგე ალექსანდრა ილმინსკაია 15:10 დაამარცხა, ფინალში კი იაპონელ ანრი საკურაისთან 14:15 წააგო და მსოფლიო თასზე მეორე ადგილზე გავიდა.
წარმატებით იასპარეზა გვანცა ზადიშვილმა. მან ბრაზილიაში მიმდინარე ტურნირზე ნახევარფინალში ტაილანდელი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ფინალში უნგრელ ანა ნადაჟდთან დათმო ბრძოლა ანგარიშით15:4 და ვერცხლის პრიზიორი გახდა.
მსოფლიო თასზე მეორე მედალი ნინა თიბილაშვილმაც მოიპოვა. რაპირით ასპარეზობაში (A კატეგორია) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ნინამ უნგრელი სუზანა კრაჟნიაკი ანგარიშით 15:14 დაამარცხა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ამავე შეჯიბრებაზე ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა ხმლით ფარიკაობაში. ნინა თიბილაშვილმა (Aკატეგორია) ხმლით ასპარეზობაში ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო გვანცა ზადიშვილი ხმლით ფარიკაობაში (Aკატეგორია) ვერცხლის პრიზიორი გახდა.