„გრანდ პრიზზე“ იაროსლავ სტარცევმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

დოჰაში გამართულ „გრანდ პრიზზე“ იაროსლავ სტარცევმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეს მისი და ჩვენი ნაკრების პირველი სტარტი იყო მიმდინარე 2025 წელს.

სტარცევმა სტარტი 25-ქულიანი სერიით დაიწყო და საბოლოოდ 72 ქულა დააგროვა. ის მეექვსე ადგილზე იყო და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებდა მეშვიდეზე მყოფ ბრიტანელ კარლ კილანდერს.

სტარცევმა დარჩენილი ორი სერიიდან ბოლოში ისევ 25 ქულა მოიპოვა, თუმცა მეოთხეში 22 ქულა ჰქონდა – ორ სერიაში 47 ქულა დააგროვა, 5 სერიის ჯამში კი 119 გამოუვიდა, რაც ისევ მეექვსე მაჩვენებელი იყო, თუმცა ამდენივე კიდევ 3 მესტენდურს აღმოაჩნდა: ბრიტანელ ბენ ლაივლაინს, ქუვეითელ მანსურ ალრაშიდს და მასპინძელ ჰამად ალ მენხისს. მათ შორის გადასროლა დაინიშნა ფინალის ბოლო, მეექვსე მონაწილის გამოსავლენად, დანარჩენი 5 მესტენდური კი  უკვე ცნობილი იყო.

ფინალის მეექვსე მონაწილის გამოვლენას 3 ცდა დასჭირდა. პირველ ჯერზე მასპინძელი ალ მენხისი გამოვარდა, მეორედ – ქუვეითელი ალრაშიდი, მესამე გადასროლაში კი სტარცევმა 2:1 აჯობა ბრიტანელ ლაივლაინს.

ფინალში გამოსვლა სტარცევმა 53 ქულით დაასრულა და მხოლოდ მასპინძელ ალ ატბას ჩამორჩა – 55 ქულა, მესამეზე კი 43-ით ქუვეითელი ალდაიჰანი გავიდა.

დოჰაში ჩვენგან კიდევ 5 მესტენდური გამოდიოდა.  პირველი დღის შემდეგ მათგან საუკეთესო შედეგი გივი ქვათაძეს ჰქონდა – 65 ქულა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვეღარ იასპარეზა. მის არყოფნაში ჩვენგან საუკეთესო შედეგი რომან გოგოლაძეს აღმოაჩნდა – 108 ქულა, რაც 37-ე შედეგი აღმოჩნდა. 105 ქულა დააგროვა დავით ქვათაძემ, 103 – დებიუტანტმა გიორგი ლალიაშვილმა, რაც, შესაბამისად, 45-ე და 47-ე შედეგია. პავლე ლაკია 95 ქულით 57 ადგილზეაზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები