3-წლამდელთა ნაკრებმა სოფიაში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვა

February 15, 2025, София: Турнир "Петко Сираков - Иван Илиев" /2-ри ден/ в зала София, Saturday (Photo by Бончук Андонов/Стартфото Bonchuk Andonov/startphoto.bg 2025)

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა სოფიაში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე, პეტკო სირაკოვისა და ივან ილიევის მემორიალზე, 9 მედალი – 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა.

ჩემპიონები გახდნენ: დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ) და თემურ ორჯონიკიძე (77 კგ).

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ანრი თავართქილაძე (72 კგ), დათა ჩხაიძე (82 კგ), ზურაბ მელაძე (87 კგ) და ლუკა გაბისონია (97 კგ).

ბრინჯაოს პრიზიორები: კობა ქარუმიძე (55 კგ), ანრი ხოზრევანიძე (67 კგ) და თორნიკე მიქელაძე (82 კგ) გახდნენ.

საქართველოს ნაკრები ბულგარეთში 23-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ჯაბიძემ, მწვრთნელებმა გიორგი ჯობავამ და აკაკი ჩაჩუამ და ექიმ-რეაბილიტოლოგმა გიორგი მურცხვალაძემ ჩაიყვანეს.

შეჯიბრებას ქართველი მსაჯი ზურაბ ელოშვილიც მოემსახურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები