23 თებერვალს ფრირაიდის მსოფლიო ტური Georgia Pro 2025 აიღებს სტარტს
23 თებერვალს, მესტიაში, თეთნულდის მთაზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური Georgia Pro 2025 უკვე მეორედ აიღებს სტარტს. გახსნის ოფიციალური ცერემონია – 22 თებერვალს, სეტის მოედანზე, მესტიაში გაიმართება.
23 თებერვლიდან პირველ მარტამდე, თეთნულდის ფერდობებზე, მსოფლიოს 50 საუკეთესო ფრირაიდერი ექსტრემისა და ემოციების შთამბეჭდავ სანახაობას გვაჩვენებს.
დასწრება თავისუფალია.
საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა, რომელმაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება 5 წლის ვადით მოიპოვა.