ედვარდ ბერგერის ფილმი “პაპის კონკლავი” 2025 წლის ბრიტანული კინოაკადემიის “ბაფტას” გამარჯვებულია

ედვარდ ბერგერის ფილმი “პაპის კონკლავი”, რომელშიც მერაბ ნინიძე მონაწილეობს, 2025 წლის ბრიტანული კინოაკადემიის “ბაფტას” გამარჯვებულია.

ფილმმა 12 ნომინაცია მოიპოვა, ის ასევე დასახელდა საუკეთესო ბრიტანულ ფილმად. საერთო ჯამში ფილმმა ოთხი ჯილდო მიიღო, მათ შორის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარისა და მონტაჟისთვის.

ცოტა ხნის წინ ედვარდ ბერგერის ფილმმა “პაპის კონკლავი” 2025 წლის Critics Choice Awards-ზე ორ ნომინაციაში – საუკეთესო სცენარი და საუკეთესო სამსახიობო შემადგენლობა გაიმარჯვა.

ფილმმა მოიპოვა ოქროს გლობუსი საუკეთესო სცენარის კატეგორიაში და ასევე ოსკარის 8 ნომინაციაზეა წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები