ავსტრალიაში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრალიაში, სიდნეიში, სამოგზაურო მედია კონფერენციაში IMM Australia 2025 International Media Marketplace მიიღო მონაწილეობა.

გლობალური მედია კონფერენციის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები National Geographic-ის, BBC-ის, CNN-ის,Conde Nast Traveler-ის, Lonely Planet-ის, The Independent-ისა და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს, რედაქტორებსა და ბლოგერებს შეხვდნენ. უცხოური მედიის წარმომადგენლები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ზაფხულისა და ზამთრის კურორტებს, სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას.  საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, უცხოელი ჟურნალისტებისთვის, ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის მედიატურებს გამართავს.

მედია კონფერენციაში International Media Marketplace, 200-ზე მეტი მედიასაშუალება და 155 ბრენდი კომპანია მონაწილეობდა.  კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბეჭდურ და ციფრულ მედია ინდუსტრიაში მოღვაწე პირების გაერთიანება, ტურიზმის სფეროში მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტების, ინფლუენსერების, ბლოგერების, იუთებერებისა და ინსტაგრამერების ერთ სივრცეში შეკრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები