იტალიის ალპურ კლუბსა და საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულ ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
იტალიის ალპურ კლუბსა (CAI) და საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულ ფედერაციას (UFGM) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობა ფედერაციას საშუალებას მისცემს გაიზიაროს მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციის ცოდნა და გამოცდილება როგორც სპორტული და სამაშველო, ისე ფედერაციის მოწყობის, მართვის, მარკეტინგული სტრატეგიების მუშაობისა და სპონსორებთან ურთიერთობის მიმართულებებით.
„აღსანიშნავია, რომ იტალიის ალპური კლუბი არის ერთ-ერთი მოწინავე და დიდი გამოცდილების მქონე სპორტული ორგანიზაცია ალპინიზმის სფეროში, რომელსაც აქვს მუდმივმოქმედი ადგილი ცოცვისა და მთამსვლელობის საერთაშორისო ორგანიზაციაში (UIAA). იგი ერთ-ერთი მოწინავე ორგანიზაციაა წევრთა რაოდენობის მიხედვით, ჰყავს 356 000 -ზე მეტი წევრი და ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 500 რეგიონალური ოფისით“, ნათქვამია საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.