მარიამ გულიაშვილი კადეტთა გენუის ევროპული თასის ვიცეჩემპიონია
8-9 თებერვალს იტალიაში გენუას ევროპის თასი იმართება კადეტებს შორის, სადაც საქართველოს ღირსებას 11 გოგონა იცავს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი გახლავთ:
-44კგ ნატალი იაშვილი
-48კგ სალომე მერკვილაძე
-52კგ მარიამ გულიაშვილი, სოფიო თათრიშვილი
-57კგ თინათინ გულბანი, თამარ გამიაშვილი
-63კგ ლიზი მარხვაიძე
-70კგ ქეთი რობაქიძე, ელენე კურდღელია
+70კგ ნონა კვარაცხელია, ბარბარე გელაშვილი
ევროპის თასზე შესანიშნავად იასპარეზა მარიამ გულიაშვილმა და დღის ბოლოს, ვერცხლის მედალი მოიპოვა.