ალექსანდრე თოფურიამ სადებიუტო ბრძოლა მოიგო
29 წლის ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში პირველი ბრძოლა ჩაატარა.
ალექსანდრე თოფურიამ სადებიუტო ბრძოლა მოიგო, მან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა. მან მეტოქეს სამივე რაუნდი მოუგო.
„როდესაც შენი ძმა ჩემპიონია, ოქტაგონზე გასვლისას ორმაგი პასუხისმგებლობა გეკისრება”, – ამის შესახებ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ისაუბრა.
ამ ეტაპზე შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში, ექვსი ქართველი ირიცხება.