საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მუმბაის ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. საქართველო OTM 2025-ზე დიდი დელეგაციით და ეროვნული სტენდითაა წარდგა. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45 კერძო კომპანია მონაწილეობდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა ინდოეთის უმსხვილეს ტურისტულ სააგენტოებთან, კომპანიებთან, პლატფორმებთან და მედია ორგანიზაციებთან საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით.
გამოფენის ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის მიზნით, მოლაპარაკებები გამართეს ინდოეთის ტურისტულ კომპანიებთან.
OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.