2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამაში ანასტასია გუბანოვამ პირველი ადგილი დაიკავა
ტალინში მიმდინარე 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, პირველი სატურნირო დღეს მოკლე პროგრამაში ანასტასია გუბანოვამ პირველი ადგილი დაიკავა.
ანასტასიამ უშეცდომოდ შეასრულა მოკლე პროგრამით განსაზღვრული ყველა ტექნიკური ელემენტი და მსაჯებისგან სამართლიანად დაიმსახურა მაღალი შეფასება (68.99 ქულა) . საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამაში გამარჯვებისათვის მცირე ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
ტექნიკურ ელემენტში – პარალელური ნახტომი დაშვებული შეცდომის გათვალისწინებით მეტელკინა-ბერულავას სპორტული წყვილი თავისუფალი პროგრამის წინ ჯერჯერობით მე- 9 პოზიციაზე არიან.
სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამა 30 იანვარს, ქალთა კატეგორიაში კი 31 იანვარს გაიმართება.