მადრიდში გამართულ გასტრო კონგრესზე „Madrid Fusion 2025“ ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გასტროკონგრესში MadridF usion 2025 მონაწილეობდნენ. ქართული ღვინის მწარმოებელმა ოთხმა კომპანიამ სხვადასხვა დასახელების ღვინოები წარადგინა.

ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ ღვინის პროფესიონალებს ქვევრის და კლასიკური სტილის სხვადასხვა ღვინო გააცნო.

 „Madrid fusion-ზე ქართული სტენდი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო, სადაც, სამი დღის განმავლობაში, ქართული ღვინო ქართულ გასტრონომიასთან ერთად იყო წარმოდგენილი.

მსგავსი ფორმატის ღონისძიებებში ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობა ხელს უწყობს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და საქმიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები