საქართველოს გუნდმა საერთაშორისო ტურნირზე “თურქეთის ფარიკაობის ფედე რაციის თასი” მესამე ადგილი დაიკავა

თურქეთის ქალაქ კონიაში, საერთაშორისო ტურნირი “თურქეთის ფარიკაობის ფედერაციის თასი” U17 კატეგორიის დაშნით მოფარიკავეების ასპარეზობებით დასრულდა.

U17/დაშნა/გუნდური, კაცები  – საქართველოს გუნდმა საბა ძნელაძის, ლუკა კვანჭიანის, დანილ ტარასკინის შემადგენლობით მესამე ადგილი დაიკავა,

U17/დაშნა/ქალები – ანამარია ანთიძემ 4 მოგებით T128 გამოტოვა და T64-ში შევიდა, სადაც 15:10 გაიმარჯვა და T32-ში დაიმკვიდრა ადგილი , T16-ში შესასვლელი ბრძოლა მინიმალური სხვაობით, 15:14 დათმო.

ლიზი კაჭარავამ და მარიამ ლოსაბერიძემ ჯგუფური ეტაპის შემდეგ, T128 გამოტოვეს და T64-ში შევიდნენ, თუმცა T32-ში შესასვლელი ბრძოლები დათმეს.

U17/დაშნა/კაცები – საბა ძნელაძემ, ლუკა კვანჭიანმა და დანილ ტარასკინმა ჯგუფში 5-5 ბრძოლა მოიგეს, T128 გამოტოვეს და T64-ში შევიდნენ.

საბა ძნელაძემ T32-ში შესასვლელო ბრძილა 15:12 დათმო. ლუკა კვანჭიანმა ბრძოლა 15:6 დაასრულა და T32-ში შევიდა, სადაც T16 შესასვლელი ბრძოლა 15:12 მოიგო, თუმცა მეოთხედფინალში გადასვლა ვეღარ მოახერხა. დანილ ტარასკინმა, მოწინააღმდეგე დიდი სხვაობით 15:1 დაამარცხა და T32-ში შევიდა, თუმცა T16-ში შესასვლელი ბრძოლა 15:9 დათმო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები