საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2025-ზე მეორე ნახევარფინალში, 15 მაისს წარდგება
ევროვიზიის სიმღერის რიგით 69-ე კონკურსი წელს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება.
ევროვიზია 2025-ის სლოგანია United By Music | „მუსიკით გაერთიანებული“.
კონკურსში მონაწილეობას 38 ქვეყანა მიიღებს. ის St. Jakobshalle-ის დარბაზში გაიმართება. მასში12 000-ზე მეტი მაყურებელი ეტევა.
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2025-ზე მეორე ნახევარფინალში, 15 მაისს წარდგება.