სანდრო ბაზაძემ ახალ სეზონში პირველი მედალი მოიპოვა
საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების გამოცდილმა წევრმა პლოვდივში, მსოფლიო თასზე იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სანდრო ბაზაძემ პირველ შეხვედრაში ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელს 15-11 მოუგო, შემდეგ გერმანელ მეტოქეს 15-8 აჯობა. მერვედფინალში ასევე გერმანელი მოწინააღმდეგე დაამარცხა 15-10. დაძაბული მეოთხედფინალური შეხვედრა სანდრომ ერთი ქულით 15-14 მოუგო ტუნისელ ფარეს ფერჯანის, მაგრამ სამწუხაროდ, ნახევარფინალში 13-15 დამარცხდა მომავალ გამარჯვებულთან, კორეელ სან გუკისთან და საბოლოოდ, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.