გვანცა ბუცხრიკიძე აშშ-ში საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა

ქართველი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე აშშ-ში საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. გამარჯვებულების დაჯილდოება და გალა-კონცერტი კარნეგი ჰოლში გაიმართა, სადაც გვანცა ქართული ტრადიციული ტანსაცმლით წარდგა მაყურებლის წინაშე.

„დღეს დიდი დღეა😍 როგორც, საერთაშორისო კონკურსის “Elite Music international competition”-ის პირველი ადგილის მფლობელი, გალა-კონცერტი და დაჯილდოება მაქვს კარნეგი ჰოლში.

ჩემი ოცნება იყო, რომ კარნეგი ჰოლში ქართული, ტრადიციული ტანსაცმლით გამოვსულიყავი მაყურებლის წინაშე და აი, ეს დღეც დადგა😍 ორმაგად საპასუხისმგებლოა ჩემთვის❤️ მიყვარხართ და მაძლიერებთ❤️“, – წერს გვანცა ბუცხრიკიძე.

შეგახსენებთ, რომ გვანცა ბუცხრიკიძე აშშ-ში, ლონგ-აილენდის კონსერვატორიის სტუდენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები