Madrid Fusión 2025-ზე  საქართველოს გასტრონომიულ პოტენციალს  გაეცნობიან

3 დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო-კონგრესზე ქართული კერძების მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

გასტროკონგრესზე საქართველოს 4 შეფმზარეული: გურამ ბაღდოშვილი, დავით ნარიმანიშვილი, დადუნა ღლონტი და ირაკლი თოდაძე წარადგენენ.

საერთაშორისო კონგრესზე,  საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრები და კულინარიის სფეროს წარმომადგენლები ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები