ნიკა ზანგალაძე, თორნიკე თულაშვილი და სანდრო ყურაშვილი ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები არიან

ბულგარეთში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – “დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის” მემორიალზე ნიკა ზანგალაძემ, თორნიკე თულაშვილმა და სანდრო ყურაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების წევრმა, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკა ზანგალაძემ ფინალის გზაზე ამერიკელი, ბულგარელი და უკრაინელი მეტოქეები დაამარცხა. საჩემპიონო შეხვედრაში კი კიდევ ერთ ბულგარელს – ივაილო მილენოვ ტისოვს აჯობა.

საჩემპიონო ბრძოლაში თულაშვილმა ამერიკელ კენედი ჟილ მანდის აჯობა. ყურაშვილმა კი აზერბაიჯანელი სადიგ მუსტაფაზადე დაამარცხა.

მესამე ადგილს და ბრინჯაოს მედალს გიგი ქურხული დაეუფლა 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

ამრიგად, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალია

თორნიკე სამხარაძეს საპრიზო სამეულს ერთი შეხვედრის მოგება აშორებს – 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილისთვის იბრძოლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები