კომაროვის სკოლის პედაგოგებმა და წრის ხელმძღვანელებმა VII საერთაშორისო ოლიმპიადაზე 12 მედალი მოიპოვეს

კომაროვის სკოლის პედაგოგებმა და წრის ხელმძღვანელებმა მასწავლებელთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა VII საერთაშორისო ოლიმპიადაზე (impact 2025) 6 ოქროს, 5 ვერცხლის  და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

გუნდურ შეჯიბრებაში კომაროვის სკოლის გუნდი პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

ოლიმპიადა  ყაზახეთის განათლების სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკური ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა,  რომელშიც მონაწილეობა 30-მდე სკოლის 400-ზე მეტმა პედაგოგმა და წრის ხელმძღვანელმა მიიღო.

სკოლის გამარჯვებული პედაგოგები და წრის ხელმძღვანელები არიან:

  • ივანე თოფურია, ინფორმატიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი – ოქროს მედალი, აბსოლუტური პირველი ადგილი და აბსოლუტური შედეგი (400 ქულა 400-დან);
  • ივანე კვიტაშვილი, მათემატიკის პედაგოგი – ოქროს მედალი;
  • ლერი ბანცური, მათემატიკის პედაგოგი – ოქროს მედალი;
  • დაჩი ჭოტაშვილი, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი – ოქროს მედალი;
  • ლუკა თვალავაძე, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი – ოქროს მედალი;
  • გიორგი გრიგოლია, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი – ოქროს მედალი;
  • ვახტანგ კურცხალია, ფიზიკის პედაგოგი – ვერცხლის მედალი;
  • გიორგი ლომიძე, ფიზიკის პედაგოგი – ვერცხლის მედალი;
  • გიორგი კეკენაძე, მათემატიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი – ვერცხლის მედალი;
  • თორნიკე ცაძიკიძე, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი – ვერცხლის მედალი;
  • გიორგი ჩხიკვაძე, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი – ვერცხლის მედალი;
  • ნიკოლოზ მალცევი, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი – ბრინჯაოს მედალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები