თბილისი რაპირით მოფარიკავე იუნიორებს შორის მსოფლიო თასს უმასპინძლებს

18-19 იანვარს, თბილისი რაპირით მოფარიკავე იუნიორებს შორის მსოფლიო თასს უმასპინძლებს.  29 ქვეყნის 141 სპორტსმენი ჩემპიონის ტიტულისა და საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს.

საქართველოს სახელით იასპარეზებენ: ნინი დემირი, ლიზა თაყაიშვილი, მარიამ ელიავა, ნინო გუდამათიაშვილი, ანანო ჯინჭარაძე, ანა ლატარია, ქეთევან მელაძე, ელენე თურმანიძე.

19 იანვარს გუნდური ასპარეზობები გაიმართება.

საქართველოს გუნდში არიან: ლიზა თაყაიშვილი, მარიამ ელიავა, ნინო გუდამათიაშვილი, ანანო ჯინჭარაძე. მსოფლიო თასი ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები