ევროპის პირველობაზე სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 10 ქართველი იბრძოლებს

მონაკოში, ხვალიდან  სტარტს აიღებს  ევროპის პირველობა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

ჩემპიონატზე 28 ქვეყნის 145 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი, მათ შორის 10 ქართველი იბრძოლებს ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და  ორ კატეგორიად ჩატარდება:

  • ელვისებური ჭადრაკი (ბლიცი) – 10 იანვარი: თითოეულ მოთამაშეს 3 წუთი აქვს პარტიისთვის, პლუს 2 წამი თითო სვლაზე.
  • სწრაფი ჭადრაკი (რაპიდი) – 11-12 იანვარი:: თითოეულ მოთამაშეს 15 წუთი აქვს პარტიისთვის, პლუს 10 წამი თითო სვლაზე.

საქართველოს სახელით ჩემპიონატზე იასპარეზებენ:

1.ბელა ხოტენაშვილი (2361);

2.ნინო ბაციაშვილი (2344);

3.მერი არაბიძე (2335);

4.ლელა ჯავახიშვილი (2295);

5.ინგა ჭარხალაშვილი (2275);

6.ქეთი წაწალაშვილი (2254);

7.მაკა ფურცელაძე (2240);

8.სოფიო გვეტაძე (2173);

9.ნონა დათუაშვილი (2105);

10.კესარია მგელაძე (1900).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები