ქართველმა ბავშვებმა პოლონეთში დიდი წარმატებით იასპარეზეს

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში რიგით 35-ე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი   „Cracovia 2024“ მიმდინარეობს.

ფესტივალის ფარგლებში გამართულ ტურნირში ელვისებურ ჭადრაკში 8 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზეს ქართველმა ბავშვებმა.

პირველ ადგილი ერთპიროვნულად დაისაკუთრა ლაზარე ქვაჩაკიძემ, ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და მომდევნო საპრიზო ადგილებზე განაწილდნენ: გიორგი ნემსიწვერიძე, ლილე სვანაძე. ლილე, ასევე, საუკეთესო იყო გოგონათა შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები