როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის – „სხვისი შვილების“ – აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

წელს ვენეციის კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, როტერდამის რიგით 54-ე კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძის კინოკლასიკის – „სხვისი შვილების“ – აღდენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კინოფესტივალი 2025 წლის 30 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ქართული კინოშედევრის ჩვენება ფესტივალის ერთ-ერთი სექციის – Cinema Regained-ის ფარგლებში მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები