ეროვნულმა ბიბლიოთეკამ „თეთრი გიორგის“ იდეოლოგიურ – ორგანიზაციულ საწყისებთან. დოკუმენტები და მასალები პირადი არქივებიდან“ გამოსცა

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კიდევ ერთი საინტერესო გამოცემა – „თეთრი გიორგის“ იდეოლოგიურ – ორგანიზაციულ საწყისებთან. დოკუმენტები და მასალები პირადი არქივებიდან“ გამოსცა.

კრებული შეადგინეს გიორგი მამულიამ და ნიკოლოზ სეფიაშვილმა.

„რუსეთში დღითი დღე ძლიერდება ეროვნული ძალა და იქნებიან იქ ბოლშევიკები თუ სხვა ვინმე, ეს ძალა ჩვენ მოგვსპობს, თუ მთელი ჩვენი ენერგია იმას არ მოვანდომეთ, შევინარჩუნოთ ეროვნული სახე. ვეცადოთ ახალგაზრდობაში გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ სიყვარული და ერთგულება სამშობლოსადმი, ენისადმი, მიწა-წყლისადმი. უნდა აღვზარდოთ მომავალი მებრძოლნი საქართველოს თავისუფლებისა, მისი დამოუკიდებლობისა. ეს მებრძოლი სული მათში უნდა იყოს შეგნებული, გარკვეული, გამოანგარიშებული. ახლანდელ დროში გრძნობის პატრიოტობა არ კმარა, გრძნობა და ცოდნა ე.ი. გული და თავი ერთად უნდა იყვნენ განვითარებულნი, მომზადებულნი“ – ვკითხულობთ გიორგი მაჩაბლის მიერ 1924 წლის 24 ივლისში ნიუ-იორკში დაწერილ წერილში.

წერილის ეს მონაკვეთი წინ უძღვის კრებულს „თეთრი გიორგის“ იდეოლოგიურ-ორგანიზაციულ საწყისებთან. დოკუმენტები და მასალები პირადი არქივებიდან“.

ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები