„საუკეთესო მსახიობის“ ჯილდო – „აზიური ოსკარი“ ავიღე – შენ გიძღვნი საქართველო“ – ია სუხიტაშვილი

დეა კულუმბეგაშვილის  ფილმმა „აპრილი“ აზიურ ოსკარად წოდებულ დაჯილდოებაზე ორი მთავარი ჯილდო: „საუკეთესო ფილმი“ და „საუკეთესო შესრულება“ მოიპოვა. ჯილდო „საუკეთესო შესრულებისთვის“ მსახიობ ია სუხიტაშვილს გადაეცა.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მსახიობმა ია სუხიტაშვილმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ამ ჯილდოს საქართველოს უძღვნის.

„შესაძლოა ამის დრო არაა მაგრამ საუკეთესო შესრულებისთვის, საუკეთესო მსახიობის ჯილდო „აზიური ოსკარი“ ავიღე ფილმისთვის “აპრილი” – შენ გიძღვნი საქართველო“, – წერს ია სუხიტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები