საბერძნეთის დედაქალაქში ემიგრანტ ქალთა პირველი დიასპორული კონფერენცია ჩატარდა

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქში ემიგრანტ ქალთა პირველი დიასპორული კონფერენცია ჩატარდა, სადაც  ემიგრანტი ქალების და მათი ოჯახების უფლებების დაცვის ქარტიას მოეწერა ხელი. პრეზენტაციის ორგანიზატორი „ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი” და მისი ხელმძღვანელი ნანა თევდორაძე გახლდათ.

ღონისძიებას საქართველოს კონსული საბერძნეთის რესპუბლიკაში მამუკა ჯამბაზიშვილი, ვიცე-კონსული ხათუნა დარახველიძე და საელჩოს მრჩეველი დიასპორულ საკითხებში ვარლამ ბაძაღუა ესწრებოდნენ. პრეზენტაციას სხვადასხვა ქალაქიდან სპეციალურად ჩამოსული ემიგრანტი ქალბატონებიც შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები