“Bosnia and Herzegovina open”-ზე ქართველმა ტაეკვანდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს

სარაევოში დასრულდა, G1 კატეგორიის ტურნირი ტაეკვანდოში –  “Bosnia and Herzegovina open”

საქართველოს ნაკრებმა ორი ოქრო და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ზურა კინწურაშვილი და ბექა ქავთარაძე – ოქროს მედლის, ხოლო ვიტალი გელაძე ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.

ეროვნული ნაკრები ტურნირზე,  საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები