საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ტონგა დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ბოლო ტესტმატჩი ტონგასთან გამართა. 2024 წლის დასკვნითი თამაში ქართველების, „ბორჯღალოსნების“, გამარჯვებით ანგარიშით 22:7 დასრულდა.

ანგარიში  მეორე ტაიმის დასაწყისში სანდრო თოდუას ლელოთი გაიხსნა, გარდასახვა კი ლუკა მატკავამ ზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმში მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, 68-ე წუთზე კი ჯარიმა ლუკა მატკავამ გაიტანა. 71-ე წუთზე ლელო აკაკი ტაბუცაძემ დადო.

საქართველოს ტონგას წინააღმდეგ 8 მატჩი აქვს გამართული, აქედან 6 კი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები