პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორ მოჭადრაკეთა შორის ქართველი მოჭადრაკეები კვლავ ლიდერობენ

პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორ-ქალთა  შორის, 6 ტურის შემდეგ  4,5 ქულით I-III ადგილს: მაშა კლინოვა (ისრაელი;2229), სოფიო ტერელაძე (2185) და სილვია ალექსიევა (საფრანგეთი;2180) ინაწილებენ.

+65 წლის ასაკის სენიორთა შორის ნონა გაფრინდაშვილი და გერმანელი ბრიჯიტ ბურხარდი ლიდერობენ. +65 ვაჟთა შორის ჩემპიონატზე I-VI ადგილს ინაწილებს ზურაბ სტურუა, ხოლო, +50 ვაჟთა შორის 4 ქულით XI ადგილზე იმყოფება მიხეილ კეკელიძე.

23 ნოემბერს მონაწილეები დაისვენებენ, ხოლო მეშვიდე ტური 24 ნოემბერს გაიმართება.

მეშვიდე  ტურში ქართველი მოჭადრაკეების შეხვედრები:

ტატიან გრაბუზოვა – სოფიო ტერელაძე;

მარტინა ფოლკოვა – ნონა გაფრინდაშვილი.

ალონსო  ზაპატა – ზურაბ სტურუა;

მიხეილ კეკელიძე – გრეგორი კაიდანოვი;

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები