ქართულ-ამერიკულ კინოაკადემიაში ფლორ ვითლოკის მასტერკლასი გაიმართება
23 ნოემბერს, 2 საათზე, ქართულ-ამერიკულ კინოაკადემიაში დამდგმელი მხატვრის ფლორ ვითლოკის მასტერკლასი გაიმართება თემაზე “Introduction to Production Design”.
„ფლორს 30 წლიანი გამოცდილება აქვს კინოსა და ტელევიზიაში. ის მუშაობდა საკულტო შოუებზე, როგორებიცაა: INSPECTOR MORSE, LOVE HURTS და POIROT; ასევე საერთაშორისო პროექტებზე სხვადასხვა ქვეყანაში.
დიზაინერის ვრცელი ფილმების პორტფოლიო მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ნამუშევრებს, როგორებიცაა: 10000 BC, THE LIBERTINE, The HARRY HILL MOVIE და BUTTERFLY KISSES, რომელიც ბერლინის კინოფესტივალის გამარჯვებულია.
მისი ბოლო პროექტები მოიცავს Netflix-ის წარმატებულ ჰიტებს, როგორებიცაა: THE END OF THE F***ING WORLD და TURN UP CHARLIE. 2021 წელს მან დააპროექტა BANNAN-ის ბოლო სერია BBC Alba-სთვის“, – ნათქვამია ქართულ-ამერიკული კინოაკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასტერკლასი ინგლისურ ენაზე გაიმართება.