„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკის“ საღამო გაიმართა
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართა ტრადიციული კონცერტი – „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა“.
მუსიკალურ საღამოში მონაწილეობდნენ: საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, დირიჟორი კორნელია ფონ კერსენბროკი, სოლისტები: კრისტინა ფანელი, ბენედეტა მაცუკატო, გეორგ პოპლუტცი, ფელიქს შვანდტკე, ასევე, სერჯო აცოლინი, სტეფან ნოდილო, გაბრიელ გრამესკი, ანა ქურდოვანიძე, დიეგო კანტალუპი.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2015 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება. მასში მონაწილეობენ ქართველი შემსრულებლები და გუნდები, აგრეთვე, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები.
ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის – „საქართველოს სინფონიეტას“, თბილისის მერიის, ფრანგული ინსტიტუტის, იტალიისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერით. ფესტივალი 1 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
საიუბილეო სეზონს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დაასრულებს „ბაროკო კონცერტებითა და ფოლიებით“, დირიჟორი – ჟორდი სავალი.