საქართველოს საქმიან ტურისტულ მიმართულებას ბარსელონას გამოფენაზე ეცნობიან
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა IBTM World 2024 წარმოდგენილი.
საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო მონაწილეობს.
IBTM World 2024-ზე საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 7 კომპანია, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, IBTM World 2024-ის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს, ინფორმაცია მიიღონ ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ. საქართველოს სტენდთან მიმდინარეობს პრეზენტაციები და ქართული ღვინის დეგუსტაცია.
IBTM World 2024-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო საქართველოში საერთაშორისო ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციებისა და კონგრესების ჩატარებას.
IBTM World 2024-ზე მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნიდან 2400-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.