მანუჩარ მარკოიშვილი საკალათბურთო კლუბ “მონაკო ბასკეტის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი საკალათბურთო კლუბ “მონაკო ბასკეტის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება მონაკოს ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მთავარი მწვრთნელი, საშა ობრადოვიჩი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდიდან წავიდა.
ეს გახლავთ პირველი შემთხვევა ქართულ საკალათბურთო ისტორიაში, როცა ქართველი მწვრთნელი ევროპის წამყვანი საკალათბურთო ლიგის გუნდში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ინფორმაციას საქართველოს კალათბურთს ფედერაცია ავრცელებს.