ქართველი ცხენოსანი მსოფლიოს თასის ფინალში პირველად იასპარეზებს

პოლონეთში  ცენტრალური ევროპის ლიგის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპი გაიმართა.  საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა შალვა გაჩეჩილაძემ ურთულესი მარშრუტი წარმატებით დაასრულა და მსოფლიოს თასის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში შალვა გაჩეჩილაძე პირველი ქართველი მხედარია, რომელიც მსოფლიოს თასის ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

“შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოში ცხენოსნობის მსოფლიოს თასის კასპია-კავკასიის ლიგის შესარჩევი ეტაპი მოეწყო, რომლის გამარჯვებული სწორედ შალვა გაჩეჩილაძე გახდა. ტურნირი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრალური ევროპის ლიგის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე ქართველი მხედარი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.

ინფორმაციისთვის: მსოფლიოს თასის ფინალი ცხენოსნობაში გაზაფხულზე შვეიცარიაში გაიმართება”, –  ნათქვამია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები