პორტუ-სანტუში სტარტი აიღო მსოფლიო პირველობამ სენიორ მოჭადრაკეთა შორის
პორტუგალიის პორტუ-სანტუში სტარტი აიღო მსოფლიო პირველობამ სენიორ მოჭადრაკეთა შორის.
ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და სამ კატეგორიაში იმართება:
ვაჟთა +50 (80 მონაწილე); +65 (89 მონაწილე) და ქალთა საერთო (36 მონაწილე).
საქართველოს სახელით ჩემპიონატზე იასპარეზებენ:
მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი სენიორ ქალთა შორის, სოფიკო ტერელაძე, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული სენიორ ვაჟთა შორის, ზურაბ სტურუა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონი 50+ ვაჟთა შორის, მიხეილ კეკელიძე.