ათენში პროზაიკოსისა და ღვინის გიდის, ალექსანდრე (ლექსო) პაიკიძის ახალი წიგნების წარდგენა და კულტუროლოგიური ლექცია-საუბარი გაიმართა
9 და 10 ნოემბერს, ათენის კულტურის ცენტრში «კავკასია» გაიმართა თემატური საღამო ქართველი ემიგრანტებისათვის – თანამედროვე ქართველი პროზაიკოსისა და ღვინის გიდის, ალექსანდრე (ლექსო) პაიკიძის ახალი წიგნების: “მსტოვარი” და “ნიკოლოზი” წარდგენა და ქართული ღვინის შესახებ კულტუროლოგიური ლექცია-საუბარი.
„არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა.
ათენში, ქართულ დიასპორასთან და ბერძენ “სტუმრებთან” ❤️
ვისაუბრეთ ქართულ ღვინოზე, ისტორიაზე და გვქონდა დეგუსტაცია“, – წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე (ლექსო) პაიკიძე და ფოტოებს გვიზიარებს.