მარიამ მიქელთაძეს ჰელმი ვალტმანის სტიპენდია მიენიჭა

30 და 31 ოქტომბერს, ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის დიდ დარბაზში გამართულ კონკურსზე კონსერვატორიელ  მარიამ მიქელთაძეს (ხელმძღვანელი: უფროს ლექტორი – მიჰკელ პოლი) ჰელმი ვალტმანის სტიპენდია მიენიჭა, როგორც საფორტეპიანო მიმართულების საუკეთესო უცხოელ სტუდენტს.

კონკურსში სულ 15 ახალგაზრდა პიანისტი მონაწილეობდა.  ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ:  პროფესორი მარჯე ლოჰარუ და უფროსი ლექტორი მატი მიკალაი.

სტიპენდიები ესტონეთის ეროვნული კულტურის ფონდის მეშვეობით გამოიყო.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები