კრაკოვში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის ხუთი მწარმოებელი მონაწილეობს

ღვინის ეროვნული სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ კრაკოვში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში enoexpo  2024 ქართული ღვინის ხუთი მწარმოებელი მონაწილეობს.

 „EnoExpo“, რომელიც უკვე ოცდამეერთედ იმართება, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენად ითვლება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.

გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიებს  შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ ადგილობრივ იმპორტიორებსა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებს  სამომავლო თანამშრომლობისა და ექსპორტის ზრდის  მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები