ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში ქართველმა სპორტსმენებმა 4 მედალი მოიპოვეს

დუშანბეში ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა სამბოში.

საქართველოდან წარდგენილმა 4 სპორტსმენმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანთა შორის გიორგი ცოციაშვილი გახდა M1 98 წონით კატეგორიაში.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ვეტერანთა შორის ვანო არაბულმა მოიპოვა 98 კგ წონით კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ვანომ აღნიშნული ტიტული მეორედ მოიპოვა და ორგზის მსოფლიო ჩემპიონია.

ვიცე ჩემპიონის ტიტული მფლობელი შალვა ბექაური გახდა +98 კგ წონით კატეგორიაში, აქვე აღვნიშნავთ, რომ ბატონი შალვა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონია ვეტერანთა შორის.

მსოფლიო ჩემპიონატზე  ვეტერანთა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ფრიდონ ზურაბიანმა M1 +98 წონით კატეგორიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები