სოფიო მურუსიძე “ერასმუს+”-ის პროგრამის ფარგლებში ლატვიის მუსიკის აკადემიაში იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ჯაზის მიმართულების ასისტენტ პროფესორი სოფიო მურუსიძე “ერასმუს+”-ის პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით რიგაში, ლატვიის მუსიკის აკადემიაში (Jāzeps Vītols Latvian Academy of Music) იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში სოფიომ ლატვიის მუსიკის აკადემიაში ჩაატარა მასტერკლასი და ინდივიდუალური გაკვეთილები, რომელიც მოიცავდა პრაქტიკულ მეცადინეობას ჯაზ-ვოკალის საშემსრულებლო ტექნიკის, იმპროვიზაციის და რეპერტუარის გასავითარებლად.

ვიზიტის პერიოდში სოფიო სპეციალური მიწვევით ესტუმრა ლატვიის Riga Dome Choir School-ს, სადაც ჩაატარა მასტერკლასი ამ მუსიკალური სკოლის სტუდენტებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები