თსუ-ს სტუდენტურმა კაპელამ ბარსელონაში მსოფლიოს საგუნდო თასი და ოქროს მედალი დაიმსახურა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ, ბარსელონაში გამართულ პრესტიჟულ და მასშტაბურ კონკურსში სახელწოდებით – ”SING FOR GOLD, WORLD CHOIR CUP 2024“, Barcelona უფროსთა A კატეგორიაში, უმაღლესი ქულები მიიღო, დაიმსახურა .
კაპელის ხელმძღვანელია თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების დოქტორანტი ლაშა მიროტაძე (პროფესორ ლიანა ჭონიშვილის კლასი).
„კონკურსში 34 ქვეყნის 52 კოლექტივი მონაწილეობდა და საგუნდო მუსიკალურ საზოგადოებაში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს.