ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ტურნირის გამარჯვებულია

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართული 100-ქულიანი ჩელენჯერის ტურნირში ნიკოლოზ ბასილაშვილმა გაიმარჯვა.

ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა იაპონელი ტარო დანიელი ორ სეტში – 7:5, 6:4 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი პირველ სეტს 2:5 აგებდა.

ფინალამდე ნიკოლოზმა ფრანგი ატმანე, ტაივანელი ვუ და იაპონელი მორია დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ფრანგი ესკოფიერი ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში 215-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები