თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ზაგრების უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ზაგრების უნივერსიტეტს შორის ინსტიტუციათშორისი ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულების მიზანია ერთობლივი საგანმანთლებლო/კვლევითი პროექტებისა და ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (KA 171) ფარგლებში სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის განხორციელება.
ზაგრების უნივერსიტეტი არის საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი ზაგრებში, ასევე ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ევროპის მასშტაბით.